რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში ყოველდღიურად 5 ბავშვი ეწირება

15 მარტამდე უკვე 97 ბავშვი ემსხვერპლა

1796421
რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში ყოველდღიურად 5 ბავშვი ეწირება

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან 15 მარტამდე, რუსული არმიის უკრაინაზე თავდასხმების შედეგად უკვე 97 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი კი დაიჭრა, ე.ი. ომს ყოველდღიურად სულ მცირე 5 ბავშვი ეწირება.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ საკუთარ Twitter-ის ანგარიშზე განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო კრეისერებმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:00 საათზე ოდესის სანაპიროებს ცეცხლი გაუხსნეს. „რუსმა დამპყრობლებმა ოდესის რეგიონში მდებარე სოფელ ტუზლაზე იერიში განახორციელეს გემებიდან რა, შორეული დისტანციიდან დიდი რაოდენობით რაკეტები და ჭურვები ესროლეს. თუმცა, არ ყოფილა რაიმე მცდელობა რუსი დესანტის გადმოსხმისათვის“, აღნიშნა გერაშენკომ.

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის კუთვნილ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსებმა 13 მარტს რეგიონის სოფელ ზელენი გეის სკოლაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შემდეგ სამაშველო ჯგუფებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს, ხოლო 3 ადამიანი კი ცოხლად გამოიყვანეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამერიკული ტელეარხის FOX TV-ს ოპერატორი ზაკრჟევსკი, რომელიც ადრე ერაყში, ავღანეთსა და სირიაში მუშაობდა, ხოლო თებერვლის დასაწყისიდან უკრაინაში, დედაქალაქ კიევთან მის მანქანაზე განხორციელებული ბომბიანი თავდასხმის შედეგად დაიღუპა, ხოლო ამავე ტელეარხის კორესპონდენტი ბენჯამინ ჰოლი კი დაშავდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე ინფორმაციით, კიდევ 1 ამერიკელი ჟურნალისტი, ბრენტ რენო 13 მარტს დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები