შარლ მიშელმა ინტერვიუ მისცა გერმანულ Zeit-ს

“რუსეთ-უკრაინის ომმა თვალები აუხილა ევროპას“

1791036
შარლ მიშელმა ინტერვიუ მისცა გერმანულ Zeit-ს

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა თვალები აუხილა ევროპას. მან გერმანულ გაზეთ Zeit-თან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა ნათლად გამოავლინა ევროპის ზოგიერთ სფეროში დამოკიდებულებები რუსეთზე და თქვა: "ჩვენ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ჩვენს სუვერენიტეტში. ამ ომმა ნათლად გაგვიხილა თვალები. ჩვენ არ ვართ ომში ჩაბმულები რუსეთთან, რომელმაც 24 თებერვალს  ომი დაიწყო უკრაინასთან. ჩვენ კიევს ვეხმარებით სხვადასხვა გზით, ხოლო ამის პარალელურად, ვცდილობთ შევინარჩუნოთ რუსეთთან საკომუნიკაციო არხები“, აღნიშნა მიშელმა. მისივე თქმით, ისინი მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგობას და ამ მიზნით მას დახმარების სახით გამოუყვეს 450 მილიონი ევრო, რითაც კიევი მისთვის საჭირო და აუცილებელ იარაღს შეისყიდის. "ეს არის ძალიან რთული ვითარება. უკრაინა მართალია არ არის ნატოს წევრი, მაგრამ, სამაგიეროდ მრავალი წელია რაც ევროკავშირის ახლო პარტნიორია და ამის შესახებაც პარტნიორობის შეთანხმებაც გვაქვს დადებული. რუსეთმა კი,  სასტიკი ომის დაწყება აირჩია იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც კარგა ხანია რაც ევროპულ გზას დაადგა," ხაზგასმით განაცხადა მიშელმა და იქვე დაამატა, რომ მათ უფრო მეტი უნდა დახარჯონ ევროპის თავდაცვისთვის, რადგან, ევროპის უსაფრთხოებაც და მისი მშვიდობაც, დიდი საფრთხს ქვეშაა.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #შარლ მიშელი , #ევროსაბჭო

მსგავსი ინფორმაციები