უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს სსსს გამოიძიებს

უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს სსსს გამოიძიებს

1789272
უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს სსსს გამოიძიებს

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (სსსს) მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ მიიღეს სსსს-ს წევრი 39 ქვეყნიდან განცხადება, მათ შორის ინგლისიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან, რომელშიც ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას მოითხოვენ. მისივე თქმით, ამ განცხადებით მათ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება ომის დანაშაულებებთან, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან და გენოციდთან დაკავშირებით, ამიტომაც ხანმა, სსსს-ს წევრ ქვეყნებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა დაწყებული გამოძიება ეფექტურად გაგრძელდეს. მანვე  უკრაინაში მეომარი ჯგუფები გააფრთხილა, რომ დაიცვან ჰუმანიტარული სამართლის წესები და თუ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებს ჩაიდენენ, მაშინ, ისინი სასტიკად დაისჯებიან. ვინაიდან უკრაინა და რუსეთი არ არიან სსსს-ს წევრი მხარეები, ამიტომ ამ სასამართლოს არ გააჩნია ზოგადი იურისდიქცია ამ ორი სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. მაგრამ, 2015 წლის 8 სექტემბერს უკრაინამ, ხსენებულ სასამართლოს მიანიჭა შეზღუდული იურისდიქცია 2013 წლის 21 ნოემბრის "მოედნის მოვლენებზე" ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაძიებლად. სსსს-ს წევრი 39 ქვეყნის განაცხადებით, ამ სასამართლოს იურისდიქცია გაფართოვდა როგორც 2013 წლის 21 ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულებებზე, ასევე ამ თარიღის შემდგომ შესაძლო გენოციდზეც.



მსგავსი ინფორმაციები