პესკოვი: "ჩვენი დელეგაცია დღეს საღამოს დაელოდება უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებისთვის"

პესკოვი: "ჩვენი დელეგაცია დღეს საღამოს დაელოდება უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებისთვის"

1788537
პესკოვი: "ჩვენი დელეგაცია დღეს საღამოს დაელოდება უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებისთვის"

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შეაფასა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების დღეს ბელორუსში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები და მისი ქვეყნის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ეკონომიკური სანქციები.

პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გარკვეული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება და დაამატა: „ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და მზად იქნება საღამოს დაიწყოს მოლაპარაკებები.“

მან თავი შეიკავა მოლაპარაკების შედეგებზე კომენტარის გაკეთებისგან და თქვა: "მე არ გავაკეთებ ასეთ პროგნოზებს, მე არ ვარ წინასწარმეტყველი. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, მოვა თუ არა უკრაინელი მომლაპარაკებლები. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოხდება."

პესკოვმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს „მტრული“ უწოდა და დაამატა: "რუსეთის ეკონომიკა ამჟამად სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის, შემიძლია ვთქვა რომ სერიოზული დარტყმაა. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების წილი და გეგმა. ინტენსიური მუშაობა გრძელდება. ჩვენ მყარად დავდგებით ფეხზე."

მანვე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ზომის გათვალისწინებით, მათ უნდა იმოქმედონ მტკიცედ და მკაფიოდ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა 24 თებერვალს დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #მოლაპარაკებები , #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები