რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხვალ გაიმართება

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო

1787968
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხვალ გაიმართება

ცნობილი გახდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხვალ გაიმართება.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის პირველი შეხვედრა გუშინ, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რეგიონში გაიმართა.

6 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

ცნობისათვის, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #მოლაპარაკებები , #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები