რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დაიწყო

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დაიწყო

1787026
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დაიწყო

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ბელარუსის საზღვარზე დაიწყო. უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დღის წესრიგში, რუსული თავდასხმების დასრულება და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები გახლავთ. საინფორმაციო სააგენტო Interfax-ი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსი მომლაპარაკებლები აცხადებენ, რომ  მათი ქვეყანა მზადაა უკრაინასთან რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას.

ამავე ინფორმაციით, მათ განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ „ნებისმიერი შეთანხმება იქნება ორივე მხარის ინტერესებში“.

საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა თვით უკრაინის პრეზიდენტმა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რეგიონში, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“.



მსგავსი ინფორმაციები