სამხედრო ინფორმაციები მოსკოვიდან და კიევიდან

საომარი ინტენსივობა ფართოვდება

1784620
სამხედრო ინფორმაციები მოსკოვიდან და კიევიდან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამხედრო აეროპორტები და საჰაერო ძალების ობიექტები „მაღალი სიზუსტის იარაღით“ იქნა განადგურებული. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული სპეცოპერაცია, ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს რუსეთის 5 სამხედრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი, ხოლო რუსეთის მიერ ორგანიზებულ თავდასხმებს 40 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.  

მეორეს მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრიალექსეი რეზნიკოვი მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს: „ვინც იარაღის გამოყენება იცის, შეუძლია შეუერთდეს არმიას“.

ამ განცხადების საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალი წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში უარყო მტკიცება რუსული თვითმფრინავების და ვერტმფრენის  ჩამოაგდების თაობაზე.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები