პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო

პუტინმა თქვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

1784050
პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

პუტინმა დილით ადრე ერს ტელევიზიით მიმართა, თქვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში არსებულმა სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობებმა რუსეთისგან სამხედრო დახმარება მოითხოვეს.

„შესაბამისად, მე გადავწყვიტე სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოწყობა. ოპერაციის მიზანია დავიცვათ ადამიანები, რომლებიც რვა წელია კიევის რეჟიმის ძალადობასა და გენოციდის განიცდიან. პასუხისგებაში მიეცემა ისინი, ვინც დიდი რაოდენობით სისხლიანი დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, მიმართ და ამასთანავე შევეცდებით უკრაინის ნაციზმისგან და მილიტარიზმისგან გაწმენდას“.- თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიის ანექსიის გეგმა არ აქვთ და არავის არაფერს დააძალებენ.

რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე უკრაინისა და ბელორუსის დასავლეთ საზღვარზე სამოქალაქო ფრენებისთვის დაკეტა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები