ბორელი: უკრაინაში თავდასხმების შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ევაკუაციის ოპერაციები განხორციელდებ

ბორელი: უკრაინაში თავდასხმების შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ევაკუაციის ოპერაციები განხორციელდება

1784424
ბორელი: უკრაინაში თავდასხმების შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ევაკუაციის ოპერაციები განხორციელდებ

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში თავდასხმების შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ევაკუაციის ოპერაციები განხორციელდება, მათ შორის საკუთარი პერსონალის.

ბორელმა თავის განცხადებაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში უწოდა "ყველაზე ბნელი საათები ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ".

„ევროკავშირი უპასუხებს უძლიერესად.“  - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა და დაამატა, რომ ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც დღეს საღამოს რიგგარეშე სამიტზე შეიკრიბებიან, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უფრო მკაცრ პაკეტს მიიღებენ.

„რუსეთის ხელმძღვანელობა უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე დადგება“ - განაცხადა ბორელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაცია არის სიკვდილ სიცოცხლის საკითხი და უკავშირდება გლობალური საზოგადოების მომავალს.

„ჩვენ შევქმნით სასწრაფო დახმარებას უკრაინისთვის. აქტიურად დავუჭერთ მხარს ევაკუაციის ოპერაციებს, მათ შორის ჩვენი პერსონალის, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალებულ რაიონებში. - თქვა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთმა არ უპასუხა დასავლეთის დიპლომატიური გადაწყვეტის მცდელობებს და დაამატა: „პუტინმა უნდა შეაჩეროს ეს უაზრო აგრესია“.


საკვანძო სიტყვები: #ევაკუაცია , #ევროკავშირი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები