UNICEF-მა მსოფლიო საზოგადოებას, სომალელი ბავშვების დასახმარებლად მოუწოდა

„შიმშილობისგან დაღუპვის საფრთხის ქვეშ არის 1.4 მილიონი ბავშვი“

1779830
UNICEF-მა მსოფლიო საზოგადოებას, სომალელი ბავშვების დასახმარებლად მოუწოდა

გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF/უნისეფ-მა მსოფლიოს თანამეგობრობას,  სომალიში გვალვის შედეგად დაზარალებული 1,4 მილიონი მოშიმშილე  ბავშვისთვის სასწრაფო დახმარებისკენ მოუწოდა. UNICEF-ის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, თუ დახმარების მიწოდება არ დაჩქარდება, ჰუმანიტარული მდგომარეობა სომალიში შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს,  რადგან, ამჟამად 4 მილიონზე მეტ ადამიანს გვალვის გამო სასწრაფო დახმარება ესაჭიროება, ხოლო 1,4 მილიონი ბავშვი კი არასრულფასოვანი კვების წინაშე და აქედან გამომდინარე დაღუპვის საფრთხის ქვეშ დადგება. განცხადებაში, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებენ, ნათქვამია, რომ მარტის თვის ბოლომდე 100 ათასი მზა  საკვები პაკეტის შეძენისათვის, 7 მილიონი დოლარი არის საჭირო.

გაერომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ აფრიკაში 1980-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძიმე გვალვის ტალღამ, დღეს შიმშილის პირას დააყენა თითქმის 13 მილიონი ადამიანი. სომალიში 2011 წელს, გვალვისა და საკვების კრიზისის გამო, დაახლოებით 260 ათასი ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #სომალი , #UNICEF

მსგავსი ინფორმაციები