ბაიდენმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

მათ განიხილეს დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის საზღვარზე მობილიზებით

1774406
ბაიდენმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა განიხილეს დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის საზღვარზე მობილიზებით.

„ლიდერებმა განიხილეს დიპლომატიური და შემაკავებელი მცდელობები რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე მიმდინარე სამხედრო ძალების გაძლიერების წინააღმდეგ.“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ლიდერები, რომლებმაც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს, შეთანხმდნენ გააგრძელონ კონსულტაციები უკრაინასთან, მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.


საკვანძო სიტყვები: #ბაიდენი , #მაკრონი , #საფრანგეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები