კატარს “არანატოს წევრი მნიშვნელოვანი მოკავშირის“ სტატუსი მიენიჭება

კატარს “არანატოს წევრი მნიშვნელოვანი მოკავშირის“ სტატუსი მიენიჭება

1771484
კატარს “არანატოს წევრი მნიშვნელოვანი მოკავშირის“ სტატუსი მიენიჭება

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თეთრის სახლის  ოვალურ კაბინეტში კატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამედ ალ სანისთან შეხვედრის წინ განცხადება გაავრცელა პრესისათვის და თქვა, რომ მან კონგრესს, კატარისათვის “არანატოს წევრი მნიშვნელოვანი მოკავშირის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მისცა. მისივე თქმით, ყატარსა და აშშ-ს შორის 50-წლიანი პარტნიორობა სუფევს, კატარი მასპინძლობს 10 ათასობით ავღანელ ლტოლვილს და ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღაზასა და პალესტინის საკითხებში. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისინი ასევე მიესალმებიან 20 მილიარდი დოლარის შეთანხმებას Qatar Airways-სა და თვითმფრინავების მწარმოებელ Boeing-ს შორის, რაც Boeing-ის ერთ-ერთ  ყველაზე დიდ გარიგებას წარმოადგენს. "კატარი კარგი მეგობარი და სანდო პარტნიორია. მე იმედი მაქვს, რომ კონგრესი აღიარებს კატარს როგორც "არანატოს წევრ მნიშვნელოვან მოკავშირედ." აღნიშნა ბაიდენმა. დღეს მსოფლიოს 18 ქვეყანას ასეთი სტატუსი გააჩნია და სპარსეთის ყურის რეგიონიდან ამ კატეგორიაში შედიან ბაჰრეინი და ქუვეითი.


საკვანძო სიტყვები: #კატარი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები