საბერძნეთის მთავრობას ნდობა გამოეცხადა

142 უარყოფითი ხმის წინააღმდეგ დადებითი ხმა მისცა 156 დეპუტატმა

1770863
საბერძნეთის მთავრობას ნდობა გამოეცხადა

ოპოზიციის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების კვალდაკვალ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე, საბერძნეთის მთავრობას კირიაკოს მიჩოტაკისის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოეცხადა. 300-მანდატიან პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე მმართველი პარტიის, ახალი დემოკრატიის 156-მა დეპუტატმა მთავრობას მხარი დაუჭირა, ხოლო 142-მა ოპოზიციურმა დეპუტატმა მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა, 1-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ეს კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რადიკალურმა მემარცხენე ალიანსმა SYRIZA/სირიზამ, პარლამენტს უნდობლობა გამოუცხადა. უნდობლობის განცხადებაში SYRIZA-მ მიუთითა კოვიდ-19 ეპიდემიის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობაზე, ქვეყანაში არსებულ მაღალ ფასებზე, უმუშევრობის გაზრდაზე, არახელსაყრელი ამინდის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის უსუსურობაზე და საერთოდ, ამ პრობლემების მოგვარებაში მის უძლურობაზე რა, ნდობის კენჭისყრა მოითხოვა.


საკვანძო სიტყვები: #მთავრობა , #საბერძნეთი

მსგავსი ინფორმაციები