ბოსნია და ჰერცეგოვინამ 3 ქვეყანას ნოტა მისცა
მათმა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს არაკონსტიტუციურ პროგრამაში
ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბისერა თურქოვიჩმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ნოტა მისცეს რუსეთს, ჩინეთს და სერბეთს, რომლებმაც ქალაქ ბანია ლუკაში არალეგალურად აღნიშნულ "9 იანვარი სერბეთის რესპუბლიკის დღის" პროგრამაზე წარმომადგენლები გააგზავნეს. მისივე თქმით, ამ პროგრამაში ოფიციალური მონაწილეობა ნიშნავს ბოსნია/ჰერცეგოვინას შიდა საქმეებში ღია და მძიმე ჩარევას რა, ამგვარმა ქმედებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ხსენებულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება-გაღრმავებასაც. ბოსნია/ჰერცეგოვინის ქალაქ ბანია ლუკაში გამართულ არაკონსტიტუციურ "9 იანვარი სერბეთის რესპუბლიკის დღის“ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ივიცა დაჩიჩმა, სერბეთის პრემიერ მინისტრმა ანა ბრბანიჩმა და რუსეთისა და ჩინეთის ელჩებმა. ბოსნია/ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წელს, მაშინდელი საპრეზიდენტო საბჭოს წევრის ბექირ იზეთბეგოვიჩის მოთხოვნით, “სერბეთის რესპუბლიკის დღე“, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და აკრძალა ამ დღის აღნიშვნა.
მსგავსი ინფორმაციები
ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთმა დაასრულა ინტეგრაცია ნატოში
ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთმა დაასრულა ინტეგრაცია ნატოში
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს