ჯანმო კოვიდ-19-ის ახალ ვარიანტებზე საუბრობს

ჯანმო კოვიდ-19-ის ახალ ვარიანტებზე საუბრობს

1758579
ჯანმო კოვიდ-19-ის ახალ ვარიანტებზე საუბრობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტი არ იქნება კოვიდ-19-ის უკანასკნელი შტამი რა, იგი განაგრძობს განვითარებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ამის შესახებ, ჟენევაში ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გლობალურ ჯანდაცვის ექსპერტებთან წლის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გებრეისუსმა განაცხადა, რომ ომიკრონის ვარიანტს უფრო მსუბუქი კურსი აქვს დელტასთან შედარებით, განსაკუთრებით ვაქცინირებულ ადამიანებში, თუმცა ის არ შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც „მსუბუქი“.

„ისევე, როგორც წინა ვარიანტები, ომიკრონიც აავადებს და კლავს ადამიანებს. ომიკრონი ქმნის ცუნამის ეფექტს, ძალიან სწრაფად ვრცელდება და დიდ ზეწოლას ახდენს ჯანდაცვის სისტემებზე მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, ომიკრონი არ იქნება ბოლო ვარიანტი, ვირუსი აგრძელებს „ევოლუციას“. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, შესაბამისი ზომების დროულად მიღებისთვის,“ განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.


საკვანძო სიტყვები: #ვარიანტები , #კოვიდ-19 , #ჯანმო

მსგავსი ინფორმაციები