მასობრივი საპროტესტო აქციები ყაზახეთში

მთავრობა გადადგა

1757267
მასობრივი საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობითგაზის (LPG) ფასის ზრდის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა დილის საათებში მთავრობის გადადგმის თხოვნა დააკმაყოფილა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა.

შეგახსენეთ, რომ ყაზახეთში მთავრობის მხრიდან ბუნებრივი აირის მიართ ფასების ზრდის შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რის შემდეგაც მთავრობამ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქვეყნის ყოფილ დედაქალაქ ალმათაში, დემონსტრაციები, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.


საკვანძო სიტყვები: #გადადგა , #მთავრობა , #ყაზახეთი

მსგავსი ინფორმაციები