ისრაელში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

არსი მსხვერპლი

1756813
ისრაელში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ისრაელში ზღვაში ჩამოვარდნილი სამხედრო ვერტმფრენის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა.

ისრაელის შეირაღებული ძალების ცნობით, „Eurocopter AS565“-ის ტიპის ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა.

უბედური შემთხვევის კვალდაკვალ სანაპირო დაცვისა და საჰაერო ძალების მონაწილეობით სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, დადგინდა, რომ გუშინ საღამოს  ქალაქ ჰაიფასთან სასწავლო ფრენის დროს, ისრაელის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც ორი პილოტი და ერთი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავარია თავდასხმის შედეგად არ მომხდარა და ტექნიკური ხარვეზი იყო.


საკვანძო სიტყვები: #ჩამოვარდა , #ვერტმფრენი , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები