რა გახდა ლიბიაში არჩევნების გადადების მიზეზი?

რა გახდა ლიბიაში არჩევნების გადადების მიზეზი?

1756313
რა გახდა ლიბიაში არჩევნების გადადების მიზეზი?

ლიბიის ეროვნულმა უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არჩევნები, რომელიც გასული წლის  24 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, სამართლებრივი პრობლემების გამო ვერ ჩატარდა. საარჩევნო კომისიის პრეზიდენტი იმად ეს-საიჰი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იბრაჰიმ ბუშნაფი დედაქალაქ ტრიპოლში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრაზე განიხილეს გადადებული არჩევნები, რომელიც 24 დეკემბერს იყო დაგეგმილი და ამის გამომწვევი ფაქტორები. კომისიის წერილობითი განცხადების თანახმად, ეს-საიჰმა და ბუშნაფმა ლიბიის მხარეებს მოუწოდეს, აიღონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადაყვანის გზით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით იქნება შესაძლებელი. ლიბიის ეროვნულმა უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მხარეებს შესთავაზა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2021 წლის 24 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო და გარკვეული უთანხმოების გამო გადაიდო,  2022 წლის 24 იანვრისთვის ჩატარდეს.


საკვანძო სიტყვები: #არჩევნები , #ლიბია

მსგავსი ინფორმაციები