ხანძარი სამგზავრო ბორანზე

დაიღუპა 38 ადამიანი

1752101
ხანძარი სამგზავრო ბორანზე

სამხრეთ აზიის სახელმწიფო ბანგლადეშის სამხრეთში მდებარე მდინარე სუგანდაში მცურავ სამგზავრო ბორანზე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:00 საათზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა. სამგზავრო ბორანი დედაქალაქ დაკადან, ქალაქ ბარგუნასკენ მიემართებოდა და მეხანძრეების თქმით,  ხანძარი ჯერ ძრავას გაუჩნდა, შემდეგ მთელ ბორანს მოედო. ჯალაკათის პროვინციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზოჰორ ალიმ განაცხადა, რომ 50-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ზოგიერთი მათგანის  მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომაც დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. მისივე თქმით, ათობით ადამიანი კი, ჯერ კიდევ დაკარგულადაა გამოცხადებული. ბორანზე, რომლის გემბანზეც დაახლოებით  500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები