იემენში ასეულობით ჰუსიტი მეამბოხე მოკლეს

იემენში ასეულობით ჰუსიტი მეამბოხე მოკლეს

1752282
იემენში ასეულობით ჰუსიტი მეამბოხე მოკლეს

იემენში, საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებული კოალიციის მიერ მარიბის პროვინციაში განხორციელებული ოპერაციის შედეგად ბოლო მონაცემებით, ირანის მიერ მხარდაჭერილი 310 ჰუსიტი მეამბოხე იქნა ლიკვიდირებული. არაბული კოალიციიდან გავრცელებული ინფორმაციით, მარიბის პროვინციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 36 ოპერაცია განხორციელდა. ამავე ინფორმაციით, ოპერაციების შედეგად 310 ჰუსიტი მეაბოხე იქნა ლიკვიდირებული და მათი კუთვნილი 28 სამხედრო მანქანა გამოუსადეგარი გახდა.

ჰუსიტებს, კი ამ დრისათვის საკითხთან დაკავშირებით არანაირი განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

შეგახსენებთ, რომ ჰუსიტებს 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, დედაქალაქ სანას ჩათვლით რამდენიმე რეგიონზე კონტროლი აქვთ დამყარებული. საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებული კოალიცია კი 2015 წლის მარტის თვიდან ჰუსიტების წინააღმდეგ იემენის მთავრობას უჭერს მხარს და პერიოდულად მათ სამიზნეებს ბომბავს.


საკვანძო სიტყვები: #მოკლეს , #ჰუსიტები , #იემენი

მსგავსი ინფორმაციები