ბარბადოსი  მსოფლიოს უახლესი რესპუბლიკა გახდა

ბარბადოსი  მსოფლიოს უახლესი რესპუბლიკა გახდა

1740764
ბარბადოსი  მსოფლიოს უახლესი რესპუბლიკა გახდა

ბარბადოსმა დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა და მსოფლიოს უახლესი რესპუბლიკა გახდა. ქვეყნის დამოუკიდებლობის 55-ე წლისთავზე, დედაქალაქ ბრიჯთაუნში გამართულ ღონისძიებაზე დემ სანდრა მეისონმა საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ბარბადოსის პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტად, დემ სანდრა მეისონი დასახელდა, რომელიც 2018 წლიდან კუნძულის გენერალ-გუბერნატორად მსახურობდა. ბარბადოსმა რესპუბლიკად გადაქცევის გეგმა გასულ წელს დააანონსა. ბარბადოსი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 285 000-ს შეადგენს, კარიბის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული და წარმატებული კუნძულია. ბარბადოსმა დამოუკიდებლობა 1996 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა, მაგრამ ინგლისის დედოფალი კვლავაც იყო სახელმწიფოს მეთაური.



მსგავსი ინფორმაციები