ქვანახშირის მაღაროში გაჩენილ ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა

ქვანახშირის მაღაროში გაჩენილ ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა

1739001
ქვანახშირის მაღაროში გაჩენილ ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა

გუშინ, რუსეთში, კემეროვოს ოლქის მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კემეროვოს ოლქში ქვანახშირის მაღაროში დაახლოებით 250 მეტრის სიღრმეზე ხანძარი გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ხანძრისა და კვამლის გამო შახტიდან 239 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 52 ადამიანი დაიღუპა.

საკითხთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ უბედური შემთხვევის შედეგად ასევე 45 ადამიანიც დაშავდა.

მაღაროში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მეორეს მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა.



მსგავსი ინფორმაციები