აშშ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტში მონაწილე კომპანიას სანქციებს დაუწესებს

აშშ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტში მონაწილე კომპანიას სანქციებს დაუწესებს

1737471
აშშ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტში მონაწილე კომპანიას სანქციებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული კომპანია და ორი გემი, რომლებიც მონაწილეობენ ჩრდილოეთ ნაკადი-2 მილსადენის პროექტში, სანქციების სიაში მოხვდება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ 2019 წლის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის კანონის (PEESA) ფარგლებში მათ კონგრესს წარუდგინეს ჩრდილოეთ ნაკადი-2 მილსადენის პროექტის შესახებ განახლებული ანგარიში.

მოხსენებასთან დაკავშირებით წერილობით განცხადებაში ბლინკენმა აღნიშნა: "ანგარიშში ჩამოთვლილია ჩრდილოეთ ნაკადი-2 მილსადენში მონაწილე ორი გემი და რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაცია Transadria Ltd. PEESA-ს ფარგლებში სანქცირებული იქნება Transadria Ltd. და მისი გემი Marlin-ი იქნება იდენტიფიცირებული, როგორც დაბლოკილი საქონელი."

ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიში მიუთითებს აშშ-ს ადმინისტრაციის წინააღმდეგობას ჩრდილოეთ ნაკადი-2 მილსადენის პროექტის მიმართ და მის ერთგულებაზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის კანონისადმი.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამ ანგარიშის ფარგლებში სანქციებით  მათ დღემდე სანქციები დაუწესეს 8 ადამიანს და სულ 17 გემი ჩრდილოეთ ნაკადი-2 პროექტთან დაკავშირებით PEESA-ს ფარგლებში იდენტიფიცირებული იქნა, როგორც დაბლოკილი საკუთრება.

„ჩვენ როგორც ხელისუფლება, ვაგრძელებთ ჩრდილოეთ ნაკადი-2 მილსადენის მიმართ წინააღმდეგობას, განსაკუთრებით ჩვენი სანქციებით, ამასთან ერთად მილსადენის მიერ უკრაინის მიმართ რისკების, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების მიმართ რისკების შესამცირებლად და რუსეთის ენერგო სფეროს ჩათვლით მავნე მოქმედებების წინააღმდეგ, გერმანიასთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას.“ - განაცხადა ბლინკენმა.

პროექტით ჩრდილოეთ ნაკადი 2, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი ევროა, იგეგმება ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ტრანსპორტირება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით.

პროექტის პარტნიორებს შორის, რომლის მშენებლობასაც უკრაინა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან, არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall, ასევე პროექტის მფლობელი გაზპრომი.


საკვანძო სიტყვები: #ჩრდილოეთ ნაკადი 2 , #სანქციები , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები