ჰულუსი აქარი და იაშარ გიულერი აზერბაიჯანში ჩავიდნენ

ჰულუსი აქარი და იაშარ გიულერი აზერბაიჯანში ჩავიდნენ

1730750
ჰულუსი აქარი და იაშარ გიულერი აზერბაიჯანში ჩავიდნენ

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და გენშტაბის უფროსი იაშარ გიულერი ყარაბაღის ბოლო ომში, აზერბაიჯანის გამარჯვებასთან, „8 ნოემბერი გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით ამ ქვეყანაში ჩავიდნენ. ჰულუსი აქარმა და მასთან ერთად მყოფმა თურქეთის სამხედრო დელეგაციამ, ჰაიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრში „8 ნოემბერი გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. აქ სიტყვით გამოსულმა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა: „ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიძულვილზე დაყრდნობით მომავალი ვერ აშენდება. სომხეთმა უნდა შეწყვიტოს მტრობა და შეხედოს მომავალს. გმირი აზერბაიჯანის არმიის ეს გამარჯვება მიღწეული იქნა არა მხოლოდ 44 დღიანი ბრძოლის შემდეგ, არამედ 30 წლიანი გამძლეობის და რწმენისა შედეგად. ეს არ არის მხოლოდ სომხეთთან გამარჯვება. ეს გამარჯვება ასევე საუკეთესო პასუხი იყო მათთვის, ვინც უსამართლობასა და უკანონობაზე თვალს ხუჭავდა და წლების განმავლობაში დუმდა.

როგორც ყოველთვის, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენი ძვირფასი ძმებისა და დების ამ სამართლიან ბრძოლაში, რომელთა სიხარულს ჩვენ სიხარულად და მწუხარებას ჩვენ მწუხარებად აღვიქვამთ. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის ძმობა წარსულიდან მოდის და მარადისობამდე გაგრძელდება. ასე იყო გუშინ და ასე იქნება ხვალ.“

ჰულუსი აქარმა სიტყვით გამოსვლის დროს, ყარაბაღის საკითხთან მიმართებაში აზერბაიჯანის გვერდით მდგომ პაკისტანსაც მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები