ეგვიპტემ სუეცის არხის სატრანზიტო ფასები გაზარდა

ეგვიპტემ სუეცის არხის სატრანზიტო ფასები გაზარდა

1729970
ეგვიპტემ სუეცის არხის სატრანზიტო ფასები გაზარდა

ეგვიპტემ სუეცის არხის სატრანზიტო ფასები 6 პროცენტით გაზარდა. სუეცის არხის ადმინისტრაციის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გადასახადები განახლდება 2022 წლის თებერვლიდან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფასების მატება არ მოიცავს ტურისტულ და ბუნებრივი აირის გემებს რა, მათი ფასი წლევანდელ სატრანზიტო ფასებით გაგრძელდება.

სუეცის არხის ადმინისტრაციამ 21 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ არხის შემოსავალი მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,6 პროცენტით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ სუეცის არხი, რომელიც არის ყველაზე სწრაფი სატრანსპორტო მარშრუტი აზიასა და ევროპას შორის, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, საიდანაც ეგვიპტე იღებს უცხოური ვალუტის შემოდინებას.


საკვანძო სიტყვები: #სუეცის არხი , #ეგვიპტე

მსგავსი ინფორმაციები