წყალდიდობა ტუნისში

არის მსხვერპლი

1724307
წყალდიდობა ტუნისში

ტუნისის სხვადასხვა რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 3-მდე გაიზარდა. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი ადამიანი დაიღუპა კასრინის პროვინციის ქალაქ ტელეში და ერთი ადამიანი ბურჩ შაკირში, რომელიც მდებარეობს ტუნისის დედაქალაქთან ახლოს.

ცნობისათვის, ტუნისის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი წვიმა იქნება რა, მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა ტუნისში

მსგავსი ინფორმაციები