ჩინეთი „AUKUS“-ის შექმნის წინააღმდეგია

ჩინეთი „AUKUS“-ის შექმნის წინააღმდეგია

1707191
ჩინეთი „AUKUS“-ის შექმნის წინააღმდეგია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ,  ახალი უსაფრთხოების პარტნიორობის ხელშეკრულება სახელწოდებით „AUKUS“-ი, რომელსაც ხელი მოაწერეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ, რომელიც დაეხმარება კანბერას ბირთვული წყალქვეშა ნავების შეძენაში, მკაცრად დაგმო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა ტრადიციულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საკითხთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ „Aukus"-ი, რომელსაც ხელი მოაწერეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ, მათი ეს პარტნიორობა რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

მისივე თქმით, თითქოს და ე.წ. უსაფრთხოების პარტნიორობა, კიდევ ერთხელ ამტკიცეს, რომ ისინი იყენებენ ბირთვულ ექსპორტს, როგორც გეოპოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ,  უსაფრთხოების სფეროში ახალი თანამშრომლობა დაამყარეს სახელწოდებით "aukus/აიქუს." უსაფრთხოების სფეროში ახალი თანამშრომლობა სახელწოდებით “AUKUS“-ი ამ კონტექსტში აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია ერთმანეთს გაუზიარებენ წყალქვეშა ბირთვულ ტექნოლოგიებს.



მსგავსი ინფორმაციები