სამმა ქვეყანამ "aukus"-ი შექმნეს

ისინი ერთმანეთს წყალქვეშა ბირთვულ ტექნოლოგიებს გაუზიარებენ

1706765
სამმა ქვეყანამ "aukus"-ი შექმნეს

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ,  უსაფრთხოების სფეროში ახალი თანამშრომლობა დაამყარეს სახელწოდებით "aukus/აიქუს." აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის ლიდერებმა, ჯო ბაიდენმა, ბორის ჯონსონმა და სკოტ მორისონმა ერთობლივად გამართულ ვიდე-კონფერენციაზე განაცხადეს, რომ შეიქმნა უსაფრთხოების სფეროში ახალი თანამშრომლობა სახელწოდებით “AUKUS“  და ამ კონტექსტში აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია ერთმანეთს გაუზიარებენ წყალქვეშა ბირთვულ ტექნოლოგიებს. ბაიდენმა განაცხადა, რომ ავსტრალიასთან და ინგლისთან მათი პარტნიორობა მრავალი წლით თარიღდება და ისინი 21–ე საუკუნეშიც ერთად შეებრძოლებენ ყველანაირ სირთულეებს. ”ამჟამად არ არსებობს რაიმე ლოგიკური მიზეზი, რომ ჩვენ დავშორდეთ ერთმანეთს ან გავიყოთ და არ ვითანამშრომლოთ,” განაცხადა ბაიდენმა



მსგავსი ინფორმაციები