გუტიერესმა გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი შეხვედრაზე მიიწვია

გუტიერესმა გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი შეხვედრაზე მიიწვია

1698205
გუტიერესმა გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი შეხვედრაზე მიიწვია

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი ავღანეთში არსებული სიტუაციის განსახილველად ორშაბათს, 30 აგვისტოს შეხვდება გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და რუსეთის  წარმომადგენლებს.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გუტიერესმა შეხვედრაზე მიიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აფეთქებები მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ევაკუაციის სამუშაოები გრძელდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ძალების (CENTCOM) პრესსპიკერმა პოლკოვნიკმა ბილ ურბანმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ DAEŞ-მა აიღო.



მსგავსი ინფორმაციები