პენტაგონის პრესსპიკერმა თქვა, რომ ისინი ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების აღდგენის მიზნით მუშაობენ

პენტაგონის პრესსპიკერმა თქვა, რომ ისინი ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების აღდგენის მიზნით თურქ ჯარისკაცებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ

1692329
პენტაგონის პრესსპიკერმა თქვა, რომ ისინი ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების აღდგენის მიზნით მუშაობენ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ისინი ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების აღდგენის მიზნით თურქ ჯარისკაცებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.

პენტაგონის პრესსპიკერმა კირბიმ პრესის წევრებისთვის მოკლე განცხადება გააკეთა ქაბულის აეროპორტთან დაკავშირებით.

კირბის განცხადებით, ავღანეთში მყოფი აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების და სხვა მოქალაქეების ევაკუაციის პროცესის მიმდინარეობისას ქაბულის ჰამიდ კარზაის აეროპორტში ასობით ადამიანის შესვლით შექმნილი ქაოსის შემდეგ, ისინი „აეროპორტის და მისი შემოგარენის გასაწმენდად და უსაფრთხოების აღსადგენად თურქ ჯარისკაცებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ."

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის 2020 წლის თებერვალში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გაყვანის პროცესი დაიწყო.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა დედაქალაქზე კონტროლი დაამყარა, ასობით ავღანელი აეროპორტში მივიდა, რათა უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის განკუთვნილ საევაკუაციო თვითმფრინავებში მოახერხონ ასვლა.


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #პენტაგონი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები