ალჟირში ტყის ხანძრებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ალჟირში ტყის ხანძრებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

1689067
ალჟირში ტყის ხანძრებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ალჟირის მთავრობის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში მძვინვარე ტყის ხანძრების შედეგად ბოლო მონაცემებით 65 ადამიანი მათ შორის 28 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.  

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აიმან ბინ აბდურრჰამანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად 65 ადამიანი, მათ შორის 28 ჯარისკაცი დაიღუპა. მისივე თქმით, ტყის ხანძრების ჩასაქრობად დახმარების თხოვნით ევროკავშირს უკვე მიმართეს.

ალჟირის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო APS-ს ინფორმაციით, ქვეყანაში 17 პროვინციაში 103 ხანძრის კერაა გაჩენილი.


საკვანძო სიტყვები: #ტყის ხანძარი , #ალჟირი

მსგავსი ინფორმაციები