საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით ასეულობით ადამიანი დააკავეს

საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით ასეულობით ადამიანი დააკავეს

1688791
საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით ასეულობით ადამიანი დააკავეს

საუდის არაბეთში, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში 207 ადამიანი, მათ შორის სამინისტროს ზოგიერთი ოფიციალური პირი დააკავეს.

საუდის არაბეთის აუდიტისა და ანტიკორუფციული ორგანოს წერილობითი განცხადების თანახმად, 11 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში გამოძიება დაიწყო, 878 მუხლით, სისხლის სამართლის და დისციპლინური საქმის ფარგლებში, როგორიცაა კორუფცია, ქრთამი და საჯარო სამსახურის ბოროტად გამოყენება. ამავე ინფორმაციით, ამ დროისათვის 207 ადამიანი მათ შორის სამინისტროს ზოგიერთი ოფიციალური პირებიც არიან დაკავებული.

ცნობისათვის, 2018 წლის მარტში საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზმა დაამტკიცა სპეციალური პალატის შექმნა კორუფციის საქმეების განსახილველად.


საკვანძო სიტყვები: #კორუფცია , #საუდის არაბეთი

მსგავსი ინფორმაციები