აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა

აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა

1684229
აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ კალიფორნიის შტატის შორეულ ნაწილში „რობინსონი R66“-ის ტიპის  კერძო ვერტმფრენის ადგილობრივი დროით 13:15 საათზე ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულების ვინაობა კი არ გავრცელებულა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი KXTV-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, გადაუდებელი დახმარების თანამშრომელმა კატასტროფის ადგილას ოთხი ცხედარი აღმოაჩინა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) აწარმოებს.


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა

მსგავსი ინფორმაციები