ინდოეთი: „ჯამუ და ქაშმირს შტატების სტატუსი მიენიჭება“

ინდოეთი: „ჯამუ და ქაშმირს შტატების სტატუსი მიენიჭება“

1682286
ინდოეთი: „ჯამუ და ქაშმირს შტატების სტატუსი მიენიჭება“

ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „შესაფერის დროს“, ჯამუ და ქაშმირის რეგიონს, შტატების სტატუსი მიენიჭება, როდესაც რეგიონში სიტუაცია სრულად დარეგულირდება. აღნიშნულის შესახებ, ინდოეთის შინაგან საქმეა მინისტრის მოადგილემა ნიტანიან რაიმ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა. მისი თქმით, ქვეყნის პარლამენტი საკითხთან დაკავშირებით სამუშაოებს აგრძელებს.

რაი თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ „ტერორისტული“ ინციდენტები ჯამუსა და ქაშმირში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით 59 პროცენტით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წელს 32 პროცენტით.  

ცნობისათვის, 1947 წელს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჯამუ და ქაშმირი აღმოჩნდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო საკუთარი კანონების ამოქმედება. ეს სპეციალური სტატუსი ასევე მოიცავდა მოქალაქეობის კანონს, რომელიც არ აძლევდა საშუალებას უცხოელებს დასახლდნენ და შეიძინონ ნებისმიერი სახის ქონება ამ რეგიონში.


საკვანძო სიტყვები: #ჯამუ და ქაშმირი , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები