იაპონიაში ძლიერი სიცხის გამო მრავალი ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში ძლიერი სიცხის გამო მრავალი ადამიანი დაიღუპა

1681692
იაპონიაში ძლიერი სიცხის გამო მრავალი ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში ძლიერი სიცხეების გამო ბოლო ერთ კვირაში 23 ადამიანი გარდაიცვალა. სახანძრო და კატასტროფების მართვის სააგენტომ აღნიშნა, რომ 19-25 ივლისის პერიოდში  8 122 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს მზის დაკვრის გამო. მათივე ინფორმაციით, ამათგან 23 უკვე დაიღუპა და 3000-ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია.

საავადმყოფოებში გადაყვანილთა ნახევარზე მეტი 65 წელზე მეტი ასაკის არიან, 2 627-ი 18-64 წლის ასაკში, ხოლო 800-ს 17 წლამდე.

სპეციალისტები კი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს მიაღწევს და  ტენიანობა 70 პროცენტს აუცილებლად გამოიყენონ სავენტილაციო მოწყობილობები.



მსგავსი ინფორმაციები