მასობრივი ამბოხი ეკვადორის ორ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მასობრივი ამბოხი ეკვადორის ორ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
1679161

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ეკვადორის ორ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ამბოხის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 6 პოლიციელია. ამბოხის შედეგად ასევე დაშავდა 35 მსჯავრდებული.
უსაფრთხოების ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხის მიზეზი ნარკობარონებს შორის დაპირისპირება გახდა.
ცნობისათვის, ეკვადორში მიმდინარე წლის 24 თებერვალს 3 განსხვავებულ ქალაქში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ამბოხის შედეგად 80 პატიმარი დაიღუპა.