კამჩატკაზე თვითმფრინავი გაუჩინარდა

მასში ეკიპაჟის 6 წევრი და 22 მგზავრი იმყოფება

1670525
კამჩატკაზე თვითმფრინავი გაუჩინარდა

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასის განცხადებით, ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, კონკრეტულად კი კამჩატკის ნახევარკუნძულზე, 28 კაციანი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და მასთან ყოველგვარი კავშირიც შეწყდა. ამავე ინფორმაციით, AN-26 ტიპის თვითმფრინავი რადარებიდან აეროპორტში დაშვების დროს გაქრა და ამავე პერიოდში კავშირი შეწყდა საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრთანაც. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ჯერ-ჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა. თვითმფრინავში 22 მგზავრი და 6 კაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა რა, რეგიონში ვერტმფრენებით და თვითმფრინავებით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები