საერთაშორისო ძალებმა ბაგრამის საჰაერო ბაზაც დატოვეს

იგი ნატოს და მის მოკავშირეებს 2001 წლიდან ემსახურებოდა

1668636
საერთაშორისო ძალებმა ბაგრამის საჰაერო ბაზაც დატოვეს

ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედრო ძალების გაყვანის პარალელურად, ამ ქვეყნის დედაქალაქ ქაბულიდან 50 კილომეტრში მდებარე ბაგრამის საერთაშორისო საჰაერო ბაზაც, რომელსაც ძირითადად ნატო და მისი მოკავშირეები იყენებდნენ, ევაკუირებულ იქნა. ახალი ამბების სააგენტო Reuters- ის თანახმად, რომელიც ეყრდნობა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, ყველა უცხოელმა სამხედრო ძალამ, უკვე დასტოვა ბაგრამის საჰაერო ბაზა. ასე რომ საერთაშორისო მისია, რომელიც ავღანეთში დაიწყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, მთავრდება. გერმანიამ და იტალიამ განაცხადეს, რომ ავღანეთში მათი ჯარისკაცების გაყვანის პროცესი უკვე მთლიანად დასრულდა, ხოლო ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკული ძალების გაყვანის პროცესის 50 პროცენტზე მეტი დასრულებულია



მსგავსი ინფორმაციები