ბაიდენსა და პუტინს შორის ჟენევაში შეხვედრა დაიწყო

ბაიდენსა და პუტინს შორის ჟენევაში შეხვედრა დაიწყო

1659356
ბაიდენსა და პუტინს შორის ჟენევაში შეხვედრა დაიწყო

ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეხვედრა დაიწყო.

ეს სამიტი იქნება რიგით მეორე, რომელიც 1985 წლის შემდეგ ქალაქში აშშ – რუსეთს შორის გაიმართა.

1985 წლის ნოემბერში ჟენევაში აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანსა და სსრკ-ს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს შორის გაიმართა ისტორიული შეხვედრა.

სამიტის გამო ქალაქში ცხოვრება თითქმის შეწყდა. საგზაო მოძრაობისთვის დაკეტილა იმ რეგიონისკენ მიმავალი გზები, სადაც სამიტი იმართება და სასტუმროებისკენ, სადაც აშშ-ს და რუსეთის დელეგაციებია გაჩერებული.

სამიტის ოფიციალური პროგრამა გამოცხადებული არ იყო, თუმცა ითქვა, რომ შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პუტინი თურქეთის დროით 18:30 საათზე ცალკე პრესკონფერენციას გამართავს, ბაიდენი კი თურქეთის დროით 20:00 საათზე.


საკვანძო სიტყვები: #შეხვედრა , #ჟენევა , #პუტინი , #ბაიდენი

მსგავსი ინფორმაციები