პერუს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

პერუს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

1656022
პერუს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

პერუში 6 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე, თავისუფალი პერუს პარტიის კანდიდატმა პედრო კასტილომ გაიმარჯვა. ქვეყნის საარჩევნო პროცესების ეროვნული ოფისის (ONPE) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 აპრილს, არჩევნების პირველ ტურში სადაც  ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ორმა კანდიდატმა და მეორე ტურში მონაწილეობის უფლება მოუპოვეს, მეორე ტურში თავისუფალი პერუს პარტიის კანდიდატმა პედრო კასტილომ ხმების 50,19 პროცენტი მოიპოვა და არჩევნებში გაიმარჯვა. რაც შეეხება, მემარჯვენე პოპულარული ძალების პარტიის კანდიდატმა, კეიკო ფუჰიმორიმ ხმების 49,80 პროცენტი მიიღო.

ასე, რომ პერუს ახალი პრეზიდენტი, პედრო კასტილო ქვეყნის სათავეს ჩაუდგება 28 ივლისს, პერუს დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეზე, 2021-2026 წლების ვადით.


საკვანძო სიტყვები: #პედრო კასტილო , #პრეზიდენტი , #პერუ

მსგავსი ინფორმაციები