კოლუმბიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები კვლავ იმართება

კოლუმბიაში ათასობით ადამიანმა ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში მსვლელობა გამართა

1646796
კოლუმბიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები კვლავ იმართება

კოლუმბიაში ათასობით ადამიანმა, რომლებიც  28 აპრილის შემდეგ აწყობს ანტისამთავრობო დემონსტრაციებს, ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში მსვლელობა გამართა.

ეროვნული გაფიცვის კომიტეტის მოწოდებით შეკრებილმა პროფკავშირების წარმომადგენლებმა, სტუდენტურმა ჯგუფებმა და საზოგადოების სხვადასხვა წრიდან ადამიანებმა გააპროტესტეს პრეზიდენტ ივან დუკეს მთავრობის ქმედებები.

აქტივისტებმა, რომლებმაც დედაქალაქ ბოგოტაში და ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქ მედელინში გზა გადაკეტეს, მუსიკისა და სიმღერის თანხლებით პროსპექტებზე მსვლელობა და მშვიდობიანი აქციები მოაწყვეს.

ვალე დელ კაუკაში, ქალაქ ტულუაში, სადაც საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ადგილი აქვს ძალადობრივ ინციდენტებს, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ღამით ჩხუბი მოხდა.

დემონსტრაციების დროს, მომიტინგეების ნაწილმა ცეცხლი წაუკიდა ქალაქის სასამართლოს შენობას, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა შენობას.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები გამოიყენა და დაამყარა კონტროლი რეგიონში.



მსგავსი ინფორმაციები