აქტუალური თემის ანალიზი 73

მორიგი კონფლიქტი ისრაელ-პალესტინას შორის

1643182
აქტუალური თემის ანალიზი 73

როგორც მოგეხსენებათ ისრაელის ძალადობის ბოლო ტალღა პალესტინაში სისხლისღვრით დაიწყო და გრძელდება. ამ ახალმა კონფლიქტმაც წინამორბედების მსგავსად მოიცვა არა მხოლოდ ღაზას სექტორი, არამედ აღმოსავლეთ იერუსალიმი და იორდანიის დასავლეთ სანაპიროც. საერთაშორისო საზოგადოებრიობის პროტესტის და ზეწოლის მიუხედავად, ძალადობა ჯერ კიდევ გრძელდება და იღვრება სრულიად უდანაშაულო ბავშვებისა და ქალების სისხლიც. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორის, პროფესორ მურატ იეშილტაშის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელში იგი წერს...

ღაზაზე ახალი თავდასხმების შედეგად, ისრაელმა ახლო აღმოსავლეთში დაიწყო ძალადობის კიდევ ერთი ციკლი, რასაც კვლავ ასობით ადამიანი ემსხვერპლა და მათ შორის მრავლად არიან ბავშვები და ქალები, ხოლო ათასობით კი დაშავებულია. ეს ციკლიც, როგორც უწინდელები, ეფუძნება სტრატეგიას, რომელიც მოიცავს პალესტინის მცოცავ ოკუპაციას, ამიტომაც მის ყველა ეფექტს და საკითხს, ღაზას უფრო მეტ სპეციფიკურ მნიშვნელობას აძლევს. ისრაელის დაარსების დღიდან დაწყებული, მრავალი ფაქტორი შეიძლება ჩაითვალოს გამოგონილ „ლეგიტიმურობის“ მიზეზად, რომელსაც თელ-ავივი ყოველთვის ეყრდნობა პალესტინაში ეტაპობრივად შეჭრის პროცესის დროსაც და ასევე მის მიერ განხორციელებულ აგრესიულ პოლიტიკაშიც. აი ამ მრავალ განსხვავებულ თვისებებს შორის განსაკუთრებით მთავარი სამი ფაქტორი გამოიყოფა.

პირველი ფაქტორია მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მხრიდან ებრაელთა გენოციდის, ჰოლოკოსტის ეფექტური გამოყენება. გერმანელების მიერ განხორციელებული ებრაული გენოციდის შემდეგ, ანტისემიტიზმი ფაქტიურად ტაბუ დადებულად გადაიქცა  და შეიქმნა დიდი ცნობიერება, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი მოვლენები. თუმცა, ამასთან ერთად, ისრაელმა დაარსების დღიდან გააფართოვა ანტისემიტიზმის შინაარსი და შექმნა ერთგვარი "ლეგიტიმურობის" საფუძველი როგორც თავისთვის, ასევე მისი მხრიდან წარმოებული პოლიტიკისთვისაც. სწორედ მის საფუძველზე, ისრაელი, მის მიმართ გამოთქმულ მსუბუქ კრიტიკასაც კი ანტისემიტურობის შინაარსს აძლევს.

აქ საინტერესო ისიც არის, რომ ანტისემიტიზმის ეს იარლიყი, რომელიც ნაწილობრივ გასაგებია ისრაელის საშინაო პოლიტიკისთვის, სწრაფად აიტაცეს აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა რა, ზოგჯერ ეს სტიგმა ან "მგრძნობელობა," იწყება არა თელ ავივის მხრიდან, არამედ დასავლური ქვეყნების მმართველებისგან. აქედან გამომდინარე, ისრაელის საოკუპაციო პოლიტიკაც და ამ პროცესის ყველა სხვა პრაქტიკაც, თითქმის და ფაქტიურად დავის და კამათის საგანი არ ხდება

მეორე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ისრაელის გაბედულ საოკუპაციო პოლიტიკაზე, არის აშშ-ს მიერ უპირობო მხარდაჭერა ისრაელისადმი და ძლიერი ებრაელური ლობების ზეგავლენა და ზეწოლა. სხვათაშორის ვაშინგტონმა ისრაელი, დაარსებიდან 11 წუთის შემდეგ აღიარა და მას შემდეგ თელ-ავივის აქტიური მხარდამჭერია. რაც შეეხება ამერიკის სამხედრო მხარდაჭერას, ისიც პირველი ეტაპიდან დაიწყო; იმის გაგების შემდეგ, რომ რეგიონის ქვეყნების მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი რეაქცია და სერიოზული წინააღმდეგობა არ მოხდებოდა, 1967 წლიდან ისრაელმა სამხედრო ოპერაციები და ოკუპაციის პოლიტიკა დაიწყო რა, მას შემდეგ რეგიონში, "ისრაელის სამხედრო უპირატესობის" პრინციპმა დაისადგურა და ფართოდ გაიდგა ფესვები

ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, განსხვავებული ტონი იყო მოსალოდნელი ისრაელის უპირობო მხარდაჭერაში, რადგან, ბაიდენი წინა საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ ის მხარს დაუჭერდა ისრაელის უსაფრთხოებას, თუმცა, იქვე ამატებდა, რომ ასევე  დიდ მნიშვნელობას მიანიჭებდა საერთაშორისო ინსტიტუტებსაც და ადამიანის უფლებებსაც. ამასთან, ისრაელის ამ ბოლოდროინდელ აგრესიულ პოლიტიკაზე ბაიდენის ადმინისტრაციის რეაქციის გათვალისწინებით,  ცხადი ხდება, რომ ტრამპის შემდგომი  მოლოდინები პალესტინის საკითხებში, უშედეგო აღმოჩნდა.

მესამე ფაქტორი, რომელიც გზას უხსნის იმას, რასაც ისრაელი აკეთებს და ეფექტურია პალესტინაში საოკუპაციო პოლიტიკის ასე თამამად გატარებაში, უკავშირდება რეგიონალურ ბალანსებსა და მოთამაშეების განსხვავებულ ინტერესებს. ეს ფაქტორი კი მოქმედებს პალესტინის პრობლემის დაწყებისა და არაბეთ-ისრაელის ომების აქეთ. რეგიონის ქვეყნების ამ განსხვავებული ინტერესების გამოთვლისა და მათი ჰარმონიული მოქმედების შეუძლებლობით  ისრაელმა კარგად ისარგებლა და ფაქტიურად მთელი პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა

მართლაცდა, განსაკუთრებით ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რეგიონალური ბალანსი ისრაელის სასარგებლოდ შეიცვალა, თანაც, ისე რომ მას არ მოუწია რაიმე დიდი ხარჯების გადახდა ამ ცვლილებისთვის. ამ კონტექსტში ისრაელი ფიქრობდა, რომ  ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ, კემპ დევიდის შეთანხმება შეირყეოდა, მაგრამ, 2013 წელს მუბარაქის რეჟიმის დამხობამ და სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამ, თელ-ავივის ეს სიმძაფრე და შიში განმუხტა. უფრო მეტიც, რეგიონის ზოგიერთი ქვეყნისა და აშშ-ის მხარდაჭერის გავლენით, ისრაელმა პალესტინის ტერიტორიების საოკუპაციო პოლიტიკაში უფრო კომფორტული მოქმედების სფერო გაიჩინა

ასე რომ, ამ ყველა ფაქტორში, ან თუნდაც ერთში ნებისმიერი ცვლილება, ამის შემდეგ ძლიერ ზეგავლენას მოახდენს ისრაელის მიერ პალესტინაში გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებზე, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორის, პროფესორ მურატ იეშილტაში



მსგავსი ინფორმაციები