ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართეს

1621717
ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართეს. თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების, რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სამხედროების განლაგების, ყირიმის ანექსიის და გლობალურ ჯანმრთელობის პრობლემად ქცეული კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

ბაიდენმა და მერკელმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის შესახებ საუბრის დროს, კიდევ ერთხელ გამოხატეს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა.

სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენმა, მერკელს გერმანიის მხრიდან ავღანეთში, ნატოს მისიაში შეტანილი წვლილის გამო მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები