ბირმაში სამხედრო გადატრიალებში მონაწილეებს სიკვდილით სჯიან

ბირმაში სამხედრო გადატრიალებში მონაწილეებს სიკვდილით სჯიან

1621259
ბირმაში სამხედრო გადატრიალებში მონაწილეებს სიკვდილით სჯიან

ბირმაში (მიანმარი) სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციების დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპყლთა რიცხვი 714-მდე გაიზარდა.

მიანმარის პოლიტპატიმრების დახმარების ორგანიზაციიდან (AAPP) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს სამხედროებმა და პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს, რის გამოც კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ასევე 3054 ადამიანი დააკავეს.

ცნობისათვის, მდინარე წლის  1 თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. დააკავეს სახელმწიფოს ფაქტობრივი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები.

ამის შემდეგ კი ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

მეორეს მხრივ, მიანმარის არმიის კუთვნილი ტელევიზიის MRTV-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადატრიალების დღიდან მოყოლებული სამხედრო სასამართლომ 19 პირის მიმართ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოიტანა.


საკვანძო სიტყვები: #გადატრიალება , #ბირმა

მსგავსი ინფორმაციები