ხვალ თურქეთს ვლადიმერ ზელენსკი ეწვევა

ხვალ თურქეთს ვლადიმერ ზელენსკი ეწვევა

1618074
ხვალ თურქეთს ვლადიმერ ზელენსკი ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, ხვალ გასამართ მეცხრე, თურქეთ-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრაზე დასასწრებად თურქეთს ეწვევა. ზელენსკის თურქეთში ვიზიტის დროს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თავდაცვის სექტორის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ტურიზმის საკითხები იქნება განხილული.

შეგახსენებთ, რომ თურქეთ-უკრაინას შორის 2020 წლის 14 დეკემბერს, უპილოტო შეიარაღებული საფრენი აპარატების (SİHA) წარმოებისათვის და  ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის გაზრდის თვალსაზრისით ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს.

ზელენსკის თურქეთში ვიზიტის დროს სავარაუდოდ, ასევე ლიდერებს შორის გასამართ შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო საქმიანობებიც იქნება განხილული.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ვლადიმერ ზელენსკი

მსგავსი ინფორმაციები