აქტუალური თემის ანალიზი 66

აშშ-ის ჩინური პოლიტიკა

1613456
აქტუალური თემის ანალიზი 66

 

           

უკვე ცნობილია, რომ აშშ-ი ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მეტოქედ თვლის, ამიტომაც, ამერიკა ყველანაირად ცდილობს რომ ჩინეთი ორიენტირებული გამოწვევის წინაშე დააყენოს. ამასთან, არსებობს მნიშვნელოვანი კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება ”აზიური პივოტის” სტრატეგია, რომელსაც საფუძველი ობამას პერიოდში ჩაეყარა და ითვალისწინებს ჩინეთის დაბალანსებას პრაქტიკული გზებით. უკვე ცხადია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაც განაგრძობს ჩინეთის სტრატეგიული მიზნების შეზღუდვას და დაბალანსებას, მაგრამ ამ სტრატეგიის მეთოდებში განსხვავებები ჩანს.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბლინკენისა და თავდაცვის მინისტრის აუსტინის ვიზიტები იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, ასევე აუსტინის ვიზიტი ინდოეთში არის ჩინეთის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების ყველაზე მნიშვნელოვანი ღერძი. ამის პირველი მიზანი იქნება მოკავშირეებთან ძლიერი პოლიტიკური კავშირების განმტკიცება, შემდეგი ნაბიჯი კი იქნება ჩინეთის გეოპოლიტიკური გაფართოების წინააღმდეგ როგორც დემოკრატიული და პოლიტიკური კავშირების, ასევე ეკონომიკური და სამხედრო ურთიერთობების განმტკიცება. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფესორ მურატ იეშილთაშის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს…                                                                                       

 

ბლინკენის იაპონიაში ვიზიტისას გამოყენებული ენა გვიჩვენებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ფიქრობს, ჩინეთი არა მხოლოდ ეკონომიკურ და სამხედრო საფრთხეს, არამედ ლიბერალურ წესრიგზე ორიენტირებულ საშიშროებასაც წარმოადგენს. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომელიც უფრო მეტად მიზნად ისახავს ჩინეთის ისეთ სფეროებში შევიწროებას, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ასევე შეეცდება, რომ ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგის მუდმივი განხილვის თემაც გახდეს.

ბაიდენის ადმინისტრაციის კიდევ ერთი მიზანი საერთაშორისო წესრიგის შეცვლის კონტექსტში, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ გლობალური ფრონტის შექმნას ცდილობს, არის გეოპოლიტიკური რეგულირება დასავლური ტრადიციული ალიანსის სისტემის გამოსასწორებლად. ამ ეტაპზე, ბაიდენის პრიორიტეტებს შორის არის ტრანსატლანტიკურ კავშირებში ტრამპის ეპოქაში მიყენებული ზიანის აღმოფხვრა და ბზარების სწრაფად დახურვა მანამ, სანამ ისინი ღრმა გეოპოლიტიკურ ნაპრალებად გადაიქცევიან.

ეს მიდგომა უფრო მკაფიო გახდა ბრიუსელში, სადაც ბლინკენი ნატოს მინისტერიალის ფარგლებში იმყოფებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციას აქ ორი მიზანი აქვს. პირველი, ნატოს სტრატეგიული მისიის განისაზღვრა, რომელიც ტრანსატლანტიკური გეოპოლიტიკური ბლოკის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენია. ტრამპის ეპოქაში ნატოში მართალია პატარა და მცირეოდენი, მაგრამ, განსხვავებული ხმები მაინც ისმოდა და  ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება ამ განსხვავებული ხმების აღმოფხვრა და კვლავ ერთიან პოზიიაზე დადგომა

ბლინკენმა ბრიუსელში ხაზი გაუსვა ნატოს იდენტურობას რა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი არ არის მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაცია და მისი პოლიტიკური მხარეც უფრო გამოკვეთილია. უფრო მეტიც, თუ როგორი იქნება ნატოს დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ, ერთ–ერთი ყველაზე განსახილველი თემა გახდა ტრანსატლანტიკური გეოპოლიტიკური ღერძის საკითხშიც. გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ჩინეთის მიმართ უფრო ხშირად გამოიყენა ტერმინი "საფრთხე" და აღნიშნა, რომ ისინი ორგანიზაციულად ჩინეთის "გაგების ეტაპზე არიან". ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის  ბლინკენთან შეხვედრაზეც ჩინეთის საკითხი კვლავ პირველ ადგილზე იდგა.

ევროპამ იცის, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ, ისიც იცის, რომ ეს ურთიერთობები უკვე სტრატეგიულ გამოწვევებად გადაიქცა. აქედან გამომდინარე, ბაიდენისთვის ნატო, როგორც ჩანს ყველაზე ძლიერი საყრდენი იქნება ტრანსატლანტიკური ალიანსის ახალ შემადგენლობაში, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ უნდა შეიქმნას

ბაიდენის ადმინისტრაციის მეორე მიზანი არის ტრანსატლანტიკურ ღერძზე დასავლეთის გეოპოლიტიკური ფრონტის დანაწევრებული სტრუქტურის აღდგენა-შეკეთება. ჯო ბაიდენის მონაწილეობა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე დისტანციური ვიდეო კონფერენციის საშუალებით, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ევროპის ყურადღებას ჩინეთზე და რუსეთზე გაამახვილებინებდა

მართალია ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ არ შესთავაზეს ევროპას არჩევანის გაკეთება მათსა და ჩინეთს შორის, მაგრამ, გასაგებიხდება, რომ თეთრი სახლი თანდათან აიძულებს ევროპას, გააკეთოს არჩევანი ჩინეთთან დაკავშირებით. ახალი სტრატეგიული ავტონომიის პოლიტიკის ფორმირების ერთ-ერთი საზრუნავი, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი ცდილობს ამ დღეებში, არის ჩინეთი. ამიტომაც, ევროპა ბოლო-ბოლო დასტურს მისემს აშშ-ის ხელმძღვანელობას ჩინეთის წინააღმდეგ სტრატეგიული მთლიანობის შესაქმნელად, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი მურატ იეშილთაში



მსგავსი ინფორმაციები