მიშელსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრი გაიმართა

ევროკავშირმა თავისი პირობები წაუყენა რუსეთს

1606731
მიშელსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრი გაიმართა

ევროკავშირმა განაცხადა, რომ  რუსეთთან ურთიერთობების პოზიტიური მიმართულებით განვითარების მიზნით, მოსკოვმა უნდა განახორციელოს მინსკის შეთანხმება, რომლის მიზანია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება, ასევე უნდა  შეაჩეროს კიბერშეტევები და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. ევროპარლამენტის თავჯდომარე ჩარლზ მიშელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები. ამავე განცხადებით, მიშელმა საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაბალ დონეა და პუტინის ყურადღება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებზე გაამახვილა. ”ევროკავშირის თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობამ შეიძლება პოზიტიური მიმართულება მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მუდმივი პროგრესი იქნება მინსკის შეთანხმების განხორციელებაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე ჰიბრიდული და კიბერ შეტევები რუსეთიდან შეჩერდება და მოსკოვი პატივისცემით მიუდგება ადამიანის უფლებების დაცვას, რომლის კონტექსტშიც განთავისუფლდება  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და შეწყდება მისი უკანონო დევნა,“ აღნიშნულია ბრიუსელის განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები