რა საკითხები განიხილეს ჰასან როჰანიმ და ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრის დროს?
რა საკითხები განიხილეს ჰასან როჰანიმ და ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრის დროს?
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბირთვული შეთანხმება და ლონდონში დაბლოკილი თეირანის ფულის საკითხები განიხილეს.
ირანის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰასან როჰანის და ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის დროს როჰანიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დაარღვია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2231-ე რეზოლუცია. ამავე ინფორმაციით, როჰანიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის ამდაგვარი დამოკიდებულება არ უნდა წახალისდეს და არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. მისივე თქმით, თუ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება უნდა მოხდეს, აუცილებელია სანქციების დროულად მოხსნა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, სხვა ვარიანტი არ არსებობს.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთში დაბლოკილ ირანულ ფულს, როჰანიმ განაცხადა: „მრავალი ქვეყანა, რომელიც ირანის წინაშე დავალიანებულია, ქმნის სხვადასხვა არხს გადახდისთვის. ძალიან საინტერესოა, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან პრაქტიკული პროგრესი არ ყოფილა დაბლოკილი ირანის ფულის გადასახდელად. ირანის სესხის გადახდა ასევე ეფექტური იქნება სხვა ურთიერთობების პრობლემების გადასაჭრელად.“
რაც შეეხება ბორის ჯონსონს, სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინ ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.