ეკვატორულ გვინეაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ეკვატორულ გვინეაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1597977
ეკვატორულ გვინეაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ეკვატორული გვინესი ყველაზე დიდ  ქალაქ, ბატაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა.

ვიცე-პრეზიდენტმა თეოდორ ნგუემა ობიანგ მანგუენ სოციალურ ქსელ, Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვიც 615-მდე ავიდა.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს ეკვატორულ გვინეის ქალაქ ბატაში, სამხედრო ბაზის აფეთქების ადგილას სახლებს რკინის სახურავები მოწყდა, ხოლო მოქალაქეები ქუჩებში პანიკურად გადაადგილდებოდნენ, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.



მსგავსი ინფორმაციები