მარია ზახაროვა: „რუსეთი, აშშ-ს შესაბამისად უპასუხებს"

მარია ზახაროვა: „რუსეთი, აშშ-ს შესაბამისად უპასუხებს"

1594102
მარია ზახაროვა: „რუსეთი, აშშ-ს შესაბამისად უპასუხებს"

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის და დაპატიმრების გამო, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას აუცილებლად უპასუხებენ რა, ვაშინგტონის მხრიდან ამდაგვარი დამოკიდებულება მტრულ და  ანტირუსულ ქმედებად შეაფასა. ზახაროვამ აღნიშნული შეფასება, თავის წერილობით განცხადებაში გააკეთა და დაამატა, რომ ამერიკა და ევროკავშირი რუსეთის დასასჯელად ერთგვარ დუეტს აწყობენ.

ზახაროვას განცხადებით, ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების დაწესება მხოლოდ საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა.

„ჩვენ განვაგრძობთ ეროვნული ინტერესების დაცვას და წინააღმდეგობას გავუწევთ ნებისმიერ აგრესიას. მოვუწოდებთ კოლეგებს, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან,“- აცხადებს მარია ზახაროვა.

შეგახსენებთ, რომ  აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის და დაპატიმრების გამო 7 ოფიციალური პირის და 14 დაწესებულების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.



მსგავსი ინფორმაციები